
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს.
გამოსაშვები ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა.
მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ბავშვებმა 4 წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, აღნიშნეს სასწავლო მიღწევები და ცოდნა წარმოაჩინეს.
ღონისძიება იყო საინტერესო და მრავალფეროვანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლის ექიმი, მშობლები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა, წელა ბავშვები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან.
დამრიგებელმა მარინა იმნაძემ მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციებითა და სიგელებით დააჯილდოვა და მოსწავლეებს უსურვა ასეთივე წარმატებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებელი, სკოლა და ქვეყანა.
იხილეთ ფოტოები: