
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზი დღესასწაული აჩუქეს.
ჩატარდა ღონისძიება, რომელმაც არაერთი საზეიმო, შემოქმედებითი თუ სახალისო აქტივობა გააერთიანა.
მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს სიმღერები, საცეკვაო და იუმორისტული ნომრები.
მოსწავლეებმა ბევრი იმხიარულეს და მართლაც დაუვიწყარი დრო გაატარეს.
ბავშვებს დღესასწაული სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს და ბედნიერი ბავშვობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: