ლასურიააშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით, ადგილობრივ საავადმყოფოს სტუმრობდნენ
08-06-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიააშის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის VIII, IX და X კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის - ნანა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, ადგილობრივ საავადმყოფოს სტუმრობდნენ, სადაც გაეცნენ დიალიზის სახელმწიფო პროგრამას და დაათვალიერეს „ხელოვნური თირკმლის“ აპარატი.

შეხვედრის ფარგლებში ექიმმა-ნეფროლოგმა ზაზა მეგრელაძე მოსწავლეებს მარტივ და გასაგებ ენაზე აუხსნა დიალიზის მნიშვნელობა, თირკმლის ფუნქცია და ის ფაქტორები, რომლებიც თირკმლის პრობლემებს იწვევს.

ვიზიტი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მათ მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

სკოლაში მადლობას უხდიან ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის. 

„მადლობას ვუხდით ექიმსა და ჰემოდიალიზის ექთნებს - სოფო ყურაშვილსა და თეკლა აკობიას დღევანდელი საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203