
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც ეკო-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართულნი, მათ შორის მონაწილეობენ მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, რომლის ფარგლებში აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან.
მოსწავლეთა საქმიანობა დადებითად შეფასდა, კლუბი ნიკო კეცხოველის 2026 წლის სასკოლო პრემიის ნახევარფინალისტია.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და ეკოკლუბელებსა და მათ ხელმძღვანელ ლამზირა ონიანს წარმატებას უსურვებენ.
„გილოცავთ მთელ სასკოლო საზოგადოებას, უპირველესად კი - ჩვენს აქტიურ ლამზირა მასწავლებელსა და „ეკოკლუბელებს!“ შემდგომი წარმატებებითაც გვეხაროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პრემია ხორციელდება პროექტის — „მწვანე კავკასია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.