ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს ღონისძიებით უმასპინძლეს 
08-06-2026

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში მომავალი პირველკლასელებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. 

სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს, მათ მასწავლებლებსა და დაინტერესებულ მშობლებს უმასპინძლეს. 

სტუმრებს სკოლის წარმომადგენლებმა მოკლე პრეზენტაცია წარუდგინეს, გააცნეს სასწავლო გარემო, სკოლის ცხოვრება და მომავალი პირველკლასელებისთვის შექმნილი შესაძლებლობები.

შეხვედრა განსაკუთრებულად გაალამაზეს პატარებმა - ბაღისა და სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, რომლებმაც შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, სიხარულითა და დადებითი ემოციებით სავსე დღე აჩუქა როგორც პატარებს, ისე დამსწრე საზოგადოებას.

სკოლაში პირველკლასელებს დიდი სიყვარულით ელოდებიან და მათ თავგადასავალებით სავსე სასწავლო პროცესს ჰპირდებიან. 

„ვუსურვებთ მომავალ პირველკლასელებს წარმატებებს და მოუთმენლად ველით მათ ჩვენს სკოლაში!

მადლობა ნინოწმინდის საბავშვო ბაღს აქტიურობისათვის, სტუმრობისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203