საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ხრიდოლის შიდასასკოლო შეჯიბრში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
10-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიაში, თამარობის დღესასწაულზე ჩატარებული ხრიდოლის შიდასასკოლო შეჯიბრში მონაწილეობისთვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. 

მათე ხომასურიძეს, მეჰრსამ რაჰიმის, მათე ალბუთაშვილს, ნოიან გუგუჩანს, ოდიკაძე ნიკოლოზს, დანიელ ლობჟანიძეს, დავით სმოიანს, დაჩი ალბუთაშვილს და გიორგი ლობჯანიძეს სიგელები გადაეცათ. 

სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზ მირიან სამხარაძემ მოსწავლეებს წარმატება მიულოცა და წინსვლა უსურვა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203