
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიასა და ხელოვნების სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ სამშენებლო მასალების კომპანია NOVA- ს წარმომადგენლები და დაწყებითი კლასების (I - IV) მოსწავლეებისათვის და ხელოვნების კამპუსში მცხოვრები ბავშვებისათვის, კომპანიის დამფუძნებლების სახელით საჩუქრები მოიტანეს.
2 ივნიის, კი სკოლა-გიმნაზიასა და ხელოვნების სკოლის საცხოვრებელ კამპუსში ბავშვებისათვის საჩუქრების საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართა.
სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის დირექციები მადლობას უხდიან კომპანის მრავალრიცხოვან კოლექტივს და პირადად ზვიად აბულაძეს, ბავშვების გახარებისათვის და იმ ქველმოქმედებისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევიან სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის წინაშე.
იხილეთ ფოტოები: