
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია სასწავლო წლის მიწურულს მოსწავლეთა ცოდნის დონესა და აკადემიურ პროგრესის ამოწმებს.
სკოლა-გიმნაზიაში წლის შემაჯამებელი გამოცდები დაიწყო.
დაწყებით საფეხურზე - III და IV კლასებში ჩატარდა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გამოცდის დაწყებამდე სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე შეხვდა მოსწავლეებს, დალოცა ისინი, გაამხნევა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი გამოცდები ავითარებს პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს, რადგან მოსწავლე ემზადება სისტემატურად და აჯამებს მთელ წლის მასალას. და ბოლოს, ეს არის ერთგვარი მომზადება მომავალი გამოცდებისთვის.
როგორც სკოლა-გიმნაზიაში გვეუბნებიან, წლის შემაჯამებელი გამოცდები გრძელდება.
იხილეთ ფოტოები: