სიკეთის დღე ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში
08-06-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სიკეთის კეთებას, ემპათიასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან და ახალ თაობას სწორ ღირებულებებზე ზრდიან. 

ახლახან, სკოლაში სიკეთის დღე მოეწყო. მესამე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები და სხვადასხვა საინტერესო ნივთები.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება ქველმოქმედებისთვის და მოხმარდება კეთილ საქმეს.

„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიკეთე, თანადგომა და ერთმანეთზე ზრუნვა სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დიდი მადლობას უხდიან ყველა მონაწილეს, მშობელსა და მხარდამჭერს, ვინც ამ კეთილ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა - „ერთად ვაკეთებთ სიკეთეს!“

იხილეთ ფოტოები:

სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203