ბახვის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა - მე-2 კლასელებმა გარემოზე ზრუნვა სკოლის ეზოდან დაიწყეს
08-06-2026

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების მოფრთხილებასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად აღინიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. 

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ. სწორედ ამ მიზნით, ბახვის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს „ჭკვიანი ბოცოს თავგადასავალი“, იმსჯელეს რა ზიანს აყენებს დაბინძურებული გარემო ცოცხალ ორგანიზმს, შექმნეს პლაკატები, სეპარირების პრინციპის გააზრების მიზნით, კი ითამაშეს - „სად ჩავაგდოთ?“.

გარემოზე ზრუნვა კი სკოლის ეზოდან დაიწყეს. სასწავლო დღის დასასრულს მე-2 კლასელებმა მასწავლებელთან ერთად შეგროვეს ნარჩენები და მოათავსეს ურნაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203