
4-5 ივნისს ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა კონფერენციას აქტიურად შეუერთდა საბუეს საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნატო ქიტესაშვილი.
პედაგოგი კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წრდგა და ვრცლად ისაუბრა იმ პრაქტიკულ, თანამედროვე და მოსწავლის ინდივიდუალურ უნარებზე მორგებულ მეთოდებზე, რომლებიც კლასს ხდის მეტად აქტიურს ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში.
„მადლობას, ვუხდით ჩვენს კოლეგას საინტერესო მოხსენებისთვის და ვუსურვებთ კიდევ ბევრ პროფესიულ წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.