
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს. 5 ივნისს სკოლის სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის მოსწავლეებმა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დასუფთავების აქციის მიზანი იყო მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გაცნობიერება ბუნების მიმართ და მათი აქტიური ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
იხილეთ ფოტოები: