საბუეს საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავმა პროექტმა საინფორმაციო პრეზენტაცია და მინი-სპექტაკლი გააერთიანა
09-06-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა მუსიკაში წარმოადგინეს შთამბეჭდავი სასწავლო-შემოქმედებითი პროექტი სახელწოდებით - „ფიხონი“, რომელიც აერთიანებდა საინფორმაციო პრეზენტაციასა და მინი-სპექტაკლს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სპექტაკლი იყო კულტურული მემკვიდრეობისა და თეატრალური ხელოვნების სინთეზი.

მინი-სპექტაკლმა, რომელიც ფილმ „ნატვრის ხის“ მოტივებზე შეიქმნა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭი.

​პროექტმა დამსწრე საზოგადოების - მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სტუმრების - უდიდესი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.

​„ვამაყობთ ჩვენი მეთერთმეტეკლასელებით, რომლებმაც შეძლეს, ასეთი სიზუსტითა და დიდი შემოქმედებითი უნარებით გაეცოცხლებინათ ქართული კლასიკა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება. 

პროექტის ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი ნანა ზაალიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203