საბუეს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიებით დააგვირგვინეს
08-06-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს. 

გამოსაშვები ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა. მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ბავშვებმა 4 წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, აღნიშნეს სასწავლო მიღწევები და ცოდნა წარმოაჩინეს.

მე-4 კლასელებმა დაწყებითი საფეხურის ოთხწლიანი გზა შეაჯამეს. ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. სლაიდების საშუალებით ეკრანზე გააცოცხლეს 4 წლის მანძილზე სკოლის კედლებში გატარებული საუკეთესო, მხიარული და აღმოჩენებით სავსე მომენტები.

ყველაზე ემოციური მაინც საყვარელ, პირველ მასწავლებლებთან დამშვიდობების წუთები იყო - ადამიანებთან, რომლებმაც მათ წერა-კითხვასთან ერთად მეგობრობა, ერთგულება და სიყვარული ასწავლეს.

​გილოცავთ დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას! წინ კიდევ უფრო საინტერესო, ცოდნითა და ახალი აღმოჩენებით სავსე წლები გელოდებათ.

​მადლობა მასწავლებლებსა და მშობლებს ამ ლამაზი წლების განმავლობაში ბავშვების გვერდით დგომისა და ასეთი ლამაზი დღის შექმნისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა და ასახელონ მასწავლებლები, სკოლა და ქვეყანა. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთეს მასწავლებლებმა - თამარ დომელიშვილმა და ნანა ზაალიშვილმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203