„AI და ტექნოლოგიები, სოციალური მედია და ურთიერთობები​“ - შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შორის დებატები გაიმართა 
08-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცონის ამაღლებას, არამედ კრიტიკული აზროვნების განვითარებას. 

ახლახან, სკოლის საბაზო საფეხურის, VII-X კლასების მოსწავლეთა შორის გაიმართა დებატები კარლ პოპერის ფორმატით, გუნდებმა იმსჯელეს მოზარდებისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: „AI და ტექნოლოგიები, სოციალური მედია და ურთიერთობები“.

დებატებში ორი გუნდი მონაწილეობდა. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი „არწივები“, რომლის კაპიტანი გიორგი ტრაპაიძე გახლავთ. 

გუნდები დაჯილდოვდნენ სიმბოლური პრიზებით. დებატების მიზანი იყო კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარის განვითარება.

ღონისძიება მოამზადა ინგლისური ენის პედაგოგმა სალომე შავგულიძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203