ხავეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა საინტერესო სასწავლო-შემოქმედებითი, შემაჯამებელი ღონისძიება
08-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცოდნა საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს. 

4 ივნისს, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს და მაყურებელი ცოდნის სამყაროში ამოგზაურეს

მოსწავლეებმა რუსული ენის - „ანბანის გაცილება“ მოაწყეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.

ღონისძიება რუსული ენის მასწავლებლის - კარინე სტეპანიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, წარმოდგენის ბოლოს კი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც დღე უფრო დასამახსოვრებელი გახადა.

მოსწავლეებსა და ხელმძღვანელს, სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა ამ საინტერესო სანახაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203