საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები
08-06-2026

დედაქალაქის „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყო და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის თანახმად, რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. ამავე საიტზეა ხელმისაწვდომი საზაფხულო ბაღების სია.

„პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.

საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლისთვის აღნიშნული მომსახურება თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი.

პროექტი, რომელშიც 54 საბავშვო ბაღი ჩაერთვება, ბიუჯეტიდან 4 645 000 ლარით დაფინანსდება. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203