
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
ტრადიციულად, სკოლაში პირველი კლასის დასრულებას მრავალფეროვანი აქტივობებით და ლამაზი ღონისძიებით აჯამებენ. პატარებმა წელსაც ანბანის გაცილება მოაწყვეს და სასწავლო წლის მანძილზე შეძენილ ცოდნას საინტერესო საზეიმო პროგრამით მოუყარეს თავი.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მასწავლებელი სიამაყით აღავსეს.
„შთამბეჭდავი ღონისძიებით, მუსიკალურად და მხატვრულად გაფორმებული აქტივობებით ჩვენმა პირველკლასელებმა ღიმილით გააცილეს ანბანი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.
იხილეთ ფოტოები: