
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს და მოსწავლეებს ლამაზი დღესასწაული აჩუქეს.
მოეწყო მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები. მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
„პატარებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ლაღ და ბედნიერ ბავშვობის ლამაზ დღეებს, თქვენ ჩვენი ბედნიერი მომავალი ხართ, გვიყვარხართ ძალიან“, - თბილი სიტყვებით მიმართეს ბავშვებს მასწავლებლებმა, მოსწავლეებს ბედნიერი ბავშვობა უსურვეს და კიდევ არაერთ სახალისო აქტივობას დაჰპირდნენ.
იხილეთ ფოტოები: