სპორტული თამაშები, ცეკვა და სიმღერა - ახალქალაქის N5 სკოლის მოსწავლეთა ზაფხულის ლამაზი დღეები 
08-06-2026

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სახალისო შემეცნებითი თავგადასავალია. 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, სასწავლო წლის დასრულების მოლოდინში, მზის სითბოთი გაჯერებულ დღეებში, მშობლიურ სკოლის ეზოში სახალისო აქტივობებით ალამაზებენ ყოველდღიურობას.

სპორტული თამაშებით, ცეკვით და სიმღერით ახალისებენ სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლებს კი ნიჭიერებითა და მონდომებით უთბობენ გულებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203