ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებები ხშირად ეწყობა
13-07-2018
ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებები ხშირად ეწყობა.

სკოლამ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ფილმ „დედამიწის“ ჩვენება გამართა, რის შემდეგაც ის მოსწავლეებმა განიხილეს. 

ღონისძიებას ორგანიზებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი კახიძე და ბიოლოგიის მასწავლებელი მაკა ჭანტურიძე უწევდნენ.

ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სარაიონო ღონისძიებაში, რომელიც სკანდას ციხეზე გაიმართა სკოლამ აქტიური მონაწილეობა მიიღო.

მოსწავლეებმა 1998-2018 წლების ისტორიული ეპოქის მნიშვნელოვანი მოვლენები წარმოადგინეს.  

მონაწილეების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, მინიატურებმა და წაკითხულმა ლექსებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203