ოზურგეთის საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლის - მარიამ ალიხანოვის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა
08-06-2026

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა VII კლასის მოსწავლის - მარიამ ალიხანოვის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. 

გამოფენას ორგანიზება გაუწიეს სკოლის დირექტორმა - ნინო ღლონტმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მანანა ჯახუტაშვილმა და კლასის ხელმძღვანელმა, ლია მურვანიძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო ნამუშევრები, ხელოვნების მასწავლებელმა გია დარჩიამ, ისაუბრა მარიამის ნამუშევრებსა და მის მიღწევებზე. აღსანიშნავია, რომ გია დარჩია ხელმძღვანელობს კულტურის ცენტრში არსებულ წრეს, სადაც მარიამი შემოქმედებითად ვითარდება. 

სკოლამ და პედაგოგებმა ერთი ლამაზი დღე აჩუქეს მარიამს და გადასცეს სიგელი და თანხა სამხატვრო ნივთების შესაძენად.

„კვლავ საინტერესო ნამუშევრებს ველოდებით და წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203