
სასკოლო კვება საქართველოში ჯერ ისევ გადაუჭრელი პრობლემაა. საუბარია არა მხოლოდ უფასო კვებაზე, არამედ ჯანსაღ კვებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დადგენილება, რომელშიც განსაზღრვულია, სკოლებაში გასაყიდი და აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი, მას თითქმის არავინ ითვალისწინებს. დღეს, დედაქალაქისა და რეგიონის საჯარო სკოლის კვების ბლოკში არა ერთ მავნე პროდუქტს ნახავთ, მათ შორის, არამხოლოდ გაზიან ტკბილ, არამედ ენერგეტკიკულ სასმელებსაც. როგორც მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრი, აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვას.
გივი მიქანაძე პარალმენტში ინტერპელაციის წესით 28 მაისს იყო მისული და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით სწორედ იქ ისაუბრა.
„რაც შეეხება სასკოლო კვებას, მე გარკვეული ინფორმაცია მოვამზადე და გაგიზიარებთ. სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი, არის რომ ეტაპობრივად ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად მოსწავლეებში დამკვიდრდეს, ჯანსაღი კვების კულტურა. ამ მიმართულებით გარკევული სამუშაოები ჩატარდა, პირველ რიგში შესწავლილ იქნა სკოლებში არსებული ბუფეტებისა და კვების ობიექტების მდგომარეობა და სკოლების რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვების ობიექტების მოწესრიგებაზე, რომ ეს ის ადგილი იყოს სადაც მოხდება საკვები პროდუქტის რეალიზაცია. სურსათის უვნებლობისა და კვების რაციონთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ჩვენს სამინისტროს დაქვემდებარებული საკითხი რომ არ არის ეს ცალსახაა, ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, როგორც ჯანდაცვის ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. შედეგად შემუშავებულ იქნა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი დეტალურად არეგულირებს პერსონალის ჰიგიენის მონიტორინგისა და კონტროლის საკითხებს, ასევე განსაზღვრავს დასაშვები და აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვას.
სკოლის კვების ბლოკში აიკრძალა ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა: საღეჭი რეზინი, კანფეტი, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებელი, როგორიც არის ჩიფსები, ჟელიბონები და სხვა. მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული. მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები, დაკონსერვებული პროდუქტები, თერმულად დამუშავებული კვერცხი, სოკო ნებისმიერი ფორმით, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სასმელები და ყავა“, - განაცხადა მინისტრმა.