
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„26 მაისი - ეს დღე ჩვენია!“ - ამ გზავნილით პედაგოგ ნინო აღაპიშვილის ინიციატივით, საინტერესო და შინაარსობრივი ღონისძიება მოეწყო, რომელშიც VII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიულ წინაპირობებზე, 1918 წლის 26 მაისის მნიშვნელობაზე და იმ დიდ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თავისუფლების დაცვასა და ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. მათ ყურადღება გაამახვილეს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ თვითმყოფადობასა და მომავალი თაობებისთვის თავისუფლების ფასეულობის გაცნობიერებაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების, ისტორიული მეხსიერებისა და სამშობლოს სიყვარულის მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: