
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია. სკოლის დირექცია და პედაგოგები ბავშვების განწყობასა და მათთვის დაუვიწყარი მოგონებების შექმნაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
სწორედ ასეთი დაუვიწყარი, ფერადი და ზღაპრული იყო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე იტავაზის საჯარო საჯარო სკოლაში.
მოსწავლეებმა 1-ივნისი დიდი ჟრიამულით აღნიშნეს, სკოლაში მათთვის არაერთი სახალისო აქტივობა მოეწყო.
სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა.
„გულითადად ვულოცავთ ამ ლამაზ და განსაკუთრებულ დღეს იტავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საქართველოსა და მსოფლიოს ყველა ბავშვს!
თქვენ ხართ ჩვენი მომავლის იმედი, სიხარული და შთაგონება. თქვენი ღიმილი სამყაროს უფრო ნათელსა და ბედნიერს ხდის, ხოლო თქვენი ოცნებები ხვალინდელი დღის წარმატების საფუძველია. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულით სავსე გარემოს, საინტერესო აღმოჩენებსა და განათლების მიღების უსაზღვრო შესაძლებლობებს...“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვდიეომასალა: