ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი თამაში - „რა? სად? როდის?“, რომელსაც ორგანიზება გაიწიეს სკოლის თვითმმართველობის წევრებმა - ანატოლი მაცუკატოვმა, მაია ზაზაძემ, დათა იაკობაძემ და ლუკა ბუცხრიკიძემ და სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, ამჟამად კომაროველმა დემეტრე მღებრიშვილმა. საორგანიზაციო საკითხებს უძღვებოდნენ - თამარ მელიქიძე და ზურა ბერიძე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა დიდი სამუშაო გასწიეს, რათა შეექმნათ სარეგისტრაციო საიტი. დაბეჭდეს საინფორმაციო პლაკატები, მომაზადეს სასაჩუქრე ბარათები.
შემეცნებითი თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: