
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათ მოტივაციას ემსახურება.
აღსანიშნავია საზეიმო ღონისძიება, რომელიც სკოლაში პირველი სემესტრის მიწურულს გაიმართა და სკოლაში საოცარი სადღესასწაულო განწყობა შექმნა.
მოსწავლეებმა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და შემოქმედებითი ნომრები წარადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიება სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალი, მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და სკოლაში არსებული მეგობრული გარემო.
იხილეთ ფოტოები: