
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლაში ემოციური და ამაღელვებელი დღე ღონისძიებით აღინიშნა. მე-12 კლასელებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა.
ახალგაზრდებმა სასკოლო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები გაიხსენეს, მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის.
ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, თბილი სიტყვებითა და მოვალის იმედით.
სასკოლო საზოგადოებამ კურსდამთავრებულებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა და ბედნიერი მომავალი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: