„ეროვნული იდენტობა ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ - წინარეხის საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
05-06-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს სასწავლო პროექტზე - „ეროვნული იდენტობა ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“. 

„ფალიაშვილის შემოქმედება აჩვენებს, რომ ეროვნული იდენტობა არ ნიშნავს იზოლაციას - პირიქით ტრადიციას თანამედროვე ძლიერ და უნივერსალურ ენაზე გადმოსცემს. ვფიქრობთ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნება და გააზრება“,- აღნიშნავენ სკოლაში პროექტზე საუბრისას. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ფალიაშვილის შემოქმედების მიხედვით. ერთობლივად იმუშავეს კედლის გაზეთზე, ასევე მოსწავლეებმა უყურებს ფილმ- ოპერას - „დაისი“.  ნია ქეშელაშვილმა კი მოამზადა ბროშურა სახელწოდებით - „ზ. ფალიაშვილი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს შესძინა ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარები. მათ კარგად გაიაზრეს, თუ რას ნიშნავს ეროვნული იდენტობა ზ. ფალიაშვილის შემოქმედებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203