
ოზურგეთის ცენტრში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ეზოში შესული მასწავლებელი გველმა დაკბინა - ინფორმაცია TV პირველმა გაავრცელა და მათივე ცნობით, მასწავლებელი სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მოგვიანებით etaloni.ge-მ გაარკვია, რომ საუბარია ოზურგეთის N9 საბავშვო ბაღზე, რომლის ხელმძღვანელიც ვერა ვასაძეა. მას ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით, თუმცა გვითხრა, რომ კითხვებზე არ პასუხობდა და ტელეფონი გათიშა.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კი ფაქტი არ უარყვეს, უბრალოდ გვითხრეს, რომ პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მკურნალ ექიმს უნდა დავკავშირებოდით.
როგორც ცნობილი ხდება, მასწავლებლის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გაურკვეველ ისაა, რა ღონისძიებები გაატარეს საბავშვო ბაღში, სადაც სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა..