
„ეტალონის“ 2026 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადები წარმატებით დასრულდა!
izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით, 2-3 ივნისს მათემატიკის ფინალური ოლიმპიადით „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონი ოფიციალურად დაიხურა. ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გამოევლინათ ცოდნა, განევითარებინათ შეზღუდულ დროში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი და მიეღოთ მოტივაცია მომავალი წარმატებებისთვის.
ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლემ მიიღო – პატარა თუ დიდი, კერძო თუ საჯარო, ქალაქისა თუ სოფლის სკოლებიდან. თითოეული მათგანი უკვე გამარჯვებულია, რადგან ცოდნის მიღების მოტივაციით ისინი დიდი წარმატებების გზას ადგანან!
უკვე გამოვლენილია მათემატიკის ოლიმპიადის მაღალქულიანი ათეულები და აბსოლუტური ჩემპიონები. მათი საამაყო წარმატების დიპლომები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი ოფიციალური საინფორმაციო წერილები:
· განათლების და მეცნიერების სამინისტროში
· სკოლაში
მნიშვნელოვანი სიახლე:
გაზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, ჩვენ უკვე ვემზადებით ახალი გამოწვევებისთვის! „ეტალონისა“ და izrune.ge-ს საგანმანათლებლო ოლიმპიადები შემოდგომაზე განახლდება. ყველა მოსწავლეს, ვისაც სურს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოცდა, კვლავ ექნება შესაძლებლობა, შემოგვიერთდეს და გახდეს დიდი ინტელექტუალური ოჯახის ნაწილი.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონის“ ოლიმპიადის ყველა მონაწილე ტესტის დასრულებისთანავე იღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე.
გახსოვდეთ, „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს. გელოდებით შემოდგომაზე!
ოლიმპიადის სხვა სიახლეები იხილეთ განყოფილებაში „ეტალონი“