საბეჭისის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
13-07-2018
წალკის, საბეჭისის საჯარო სკოლაში პედაგოგ სანათა ოჩიაურის ხელმძღვანელობით, V-IX კლასებში ქართული კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, თითოეული კლასიდან თითო გამარჯვებული დასახელდა. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ.
კონკურსში V კლასის მოსწავლე აქსანა მუსტაფაევამ, VI კლასის აღსაზრდელმა მაკა ბერიძემ, VII- კლასელმა სალომე მიქელაძემ, VIII კლასის მოსწავლე დიანა ნაკაიძემ და IX-კლასელმა დათო შავაძემ გაიმარჯვეს.
ჟიურის სიმპატია ჟანა გიორგაძე გახდა. ჟიურიმ „განსაკუთრებული ნაწერის“ კატეგორიაში ემილ ბაირამოვა გამოარჩია. მეორე ხარისხის დიპლომით არზუ ამიროვა დაჯილდოვდა.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას უსურვებს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის