
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ზღაპრული დღესასწაული აჩუქეს.
სკოლაში არაერთი ფერადი და სახალისო აქტივობა მოეწყო. მოსწავლეებმა ბევრი იმხიარულეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
ბავშვებს დღესასწაული დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს და ბედნიერი ბავშვობა უსურვეს.
„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ბედნიერი ბავშვობა! ბედნიერი მომავალი!“ - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: