ჩოლურის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა 
05-06-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჩოლურის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სკოლაში, მორიგი საინტერესო და ინტელექტუალური დღე მოეწყო. კონსულტანტ-მასწავლებელმა, ნანა შუბითიძემ, მე-5-მე-6 კლასებში მათემატიკური ვიქტორინა ჩაატარა შემდეგ საკითხებზე: ნაწილის პოვნა მთელის მიხედვით, მთელის პოვნა ნაწილის მიხედვით, რიცხვი რა ნაწილია მთელის.

ინტელექტუალურ შეჯიბრში ერთმანეთს ორი გუნდი - „მთელის მაძიებლები“ ​​და „ლოგიკის წვეთები“ - დაუპირისპირდა.

მათ წარადგინეს საკუთარი ლოგო და დევიზი. აღსანიშნავია, რომ საკითხები და კითხვები ვიზუალურად ეფექტურ ფორმატში, PowerPoint-ის პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი მარინა ლიპარტელიანი და სკოლის პედაგოგები.

მათი მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა ჩართულობასა და ცოდნას.

ვიქტორინის დასასრულს, აქტიური მონაწილეობისთვის და გამოჩენილი მონდომებისთვის მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცათ სიგელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203