დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნაყოფიერი სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
05-06-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 20215-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ნაყოფიერი წელიწადი კი ღონისძიებით შეაჯამეს. 

პატარებმა ცოდნას ლამაზ ღონისძიებაში მოუყარეს თავი და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. ღონისძიება მოიცავდა, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებით და საზეიმო ნომრებს.

მოსწავლეებს ანბანეთა და რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობა პედაგოგმა, ნათია მურადოვამ გაუწია, რომელმაც მოსწავლეებს მე-2 კლასში გადასვლა დიდი სიყვარულით მიულოცა. 

„გახსოვთ სკოლაში პირველი ნაბიჯები, პატარა, ცნობისმოყვარე და ოდნავ ღელვით სავსე ბავშვები მოხვედით, დღეს კი უკვე ბევრი რამ იცით. თქვენ ისწავლეთ კითხვა, წერა, თვლა, ახალი მეგობრების შეძენა და ერთად მუშაობა.

ამ წლის განმავლობაში ყოველდღე შრომობდით, ცდილობდით და ახალ-ახალ ცოდნას იძენდით, თქვენ პირველ მასწავლებელთან ერთად, თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია და საკუთარი წარმატებით ამაყობთ.

გახსოვდეთ, რომ ყოველი დიდი წარმატება პატარა ნაბიჯებით იწყება, და თქვენ უკვე გადადგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცოდნის სამყაროში.

გილოცავთ პირველი სასწავლო წლის დასრულებას! გელოდებით ახალი ძალებით, ახალი ოცნებებითა და ახალი წარმატებებით მეორე კლასში!“,- მიმართა პედაგოგმა პატარებს და ბედნიერი და ნაყოფიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203