
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
4 ივნისს, აშკალის საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკის მასწავლებელმა, ქნარიკ შარიანმა, IV, VI, VII, VIII და IX კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, ჩაატარა შემეცნებითი და სახალისო ღონისძიება ფოტოსინთეზის თემაზე.
წარმოდგენა სახელწოდებით - „მოლაპარაკე და მოცეკვავე ხილი“- მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შემოქმედებითი ფორმით წარმოადგინეს ფოტოსინთეზის პროცესი, მისი მნიშვნელობა მცენარეებისა და ცოცხალი სამყაროსთვის.
სხვადასხვა პერსონაჟისა და როლური თამაშის საშუალებით მათ აუდიტორიას გააცნეს, თუ როგორ იყენებენ მცენარეები მზის ენერგიას, წყალსა და ნახშირორჟანგს საკვები ნივთიერებების შესაქმნელად.
იხილეთ ფოტოები: