ბავშვთა დაცვის ფერადი დღესასწაული აშკალის საჯარო სკოლაში 
05-06-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია, მათი სურვილები კი ყოველთვის გათვალისწინებული. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე. გაიმართა ღონისძიება, რომელმაც არაერთი სახალისო ნომერი გააერთიანა და მოსწავლეებს განსაკუთრებული სიხარული და საზეიმო განწყობა აჩუქა. 

მრავალფეროვან ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები. 

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოებას იუმორისტული ნომრების წარუდგინეს. 

„ღონისძიება სავსე იყო პოზიტიური ემოციებითა და მხიარული განწყობით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ სახალისო ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203