
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ტრადიციულად, საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღინიშნა.
სპორტის მასწავლებელმა, ალუდა ხაბულიანმა სხვადასხვა სპორტული ღონისძიება განახორციელა, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
მოსწავლეები ერთმანეთს სპორტულ-გასართობ თამაშებში შეჯიბრნენ. ღონისძიება მოსწავლეებმა მხატვრული ნომრებითაც გაალამაზეს.
ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო - „ფერადი სამყარო ბავშვებს!“
მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
სკოლის დირექცია, დირეტორის - მთვარისა ახვლდიანის ხელმძღვანელობით, მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს ამ დღის გალამაზებისთვის.
„მადლობა, ალუდა მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს ეს ლამაზი დღე აჩუქა“,- აღნიშნავენ სკოლაში.