
თბილისის N28 სკოლაში მეტად საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ.
აღსანიშნავია, მუსიკის პედაგოგ ლალი მოსიაშვილის მიერ IV კლასის მოსწავლეებთან ჩატარებული შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი.
მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოადგინეს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები. გაკვეთილის ფარგლებში შესრულდა როგორც აკაპელა სიმღერები, ისე ფანდურის თანხლებით წარმოდგენილი ნაწარმოებები, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.
მე-4 კლასელებმა გამოავლინეს მუსიკალური ნიჭი, შემოქმედებითი უნარები და ქართული მუსიკალური ტრადიციებისადმი სიყვარული.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათი თავდაჯერებული გამოსვლა და აქტიური ჩართულობა ქალბატონი ლალის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი შედეგია.
„ვულოცავთ ქალბატონ ლალის წარმატებულ ღია გაკვეთილს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ შემოქმედებით წარმატებას, ხოლო მოსწავლეებს - ახალი მუსიკალური მწვერვალების დაპყრობას!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: