
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ნაყოფიერი წელიწადი კი ღონისძიებით შეაჯამეს.
პატარებმა ცოდნას ერთ ლამაზ ღონისძიებაში მოუყარეს თავი და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. ღონისძიება მოიცავდა, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებით და საზეიმო ნომრებს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამირგებელი ფატი რაზმაძე.
„ჩვენმა პირველი კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რამდენი რამ ისწავლეს და როგორ გაიზარდნენ ამ სასწავლო წლის განმავლობაში. მათ დიდი მონდომებით, სიხარულითა და პასუხისმგებლობით წარმოადგინეს საინტერესო ნომრები - ლექსები, სიმღერები, ცეკვები, დადგმები.
ღონისძიება სავსე იყო ღიმილით, ემოციებითა და ბავშვური სითბოთი. თითოეულმა მოსწავლემ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინა, რამაც დამსწრე საზოგადოება განსაკუთრებულად გაახარა“,- გვიყვებიან ღონისძიების შესახებ სკოლაში და პირველკლასელებს ბედნიერ და ნაყოფიერ არდადეგებს უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს პატარებს მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ ბედნიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს! მადლობა პირველი კლასის დამრიგებელს - ფატი რაზმაძეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: