თბილისის N28 სკოლის მე-3 კლასელებისთვის, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო
05-06-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლია ცერცვაძის ხელმძღვანელობით, მიიწვიეს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ- მემორიალურ მუზეუმში. 

მოსწავლეებმა ნახეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მისი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტომასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

შემდეგ კი ბავშვები საგანმანათლებლო პროგრამას შუერთდნენ, დაათვალიერეს იქ წარმოდგენილი თოჯინები, ასევე ნახეს თოჯინური წარმოდგენა - „იხვის ჭუჭული“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203