
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატებით ხარობენ.
სკოლის მე-5 კლასელთა გუნდმა „პატარა გენიოსებმა“ გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ - რესპუბლიკის მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლაში ამაყობენ ბავშვების წარმატებით და კიდევ ერთხელ ულოცავენ რესპუბლიკის ჩემპიონობას.
„შრომამ, მონდომებამ, ცოდნის სიყვარულმა და გუნდურმა სულისკვეთებამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეების გუნდი - „პატარა გენიოსები“ - დიდი ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდა „ტვინების ბრძოლაში“ გამარჯვებისთვის და ღირსეულად მიაღწიეს დასახულ მიზანს.
ფინალურ ტურში მათ რესპუბლიკის მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვეს და დაამტკიცეს, რომ ცოდნა, ერთიანობა და მიზანდასახულობა ყველაზე დიდი ძალაა. ამ გამარჯვებით მათ არა მხოლოდ ჩვენი სკოლა გაახარეს, არამედ ყველაზე ჭკვიანი ბავშვების სახელიც ღირსეულად დაიმსახურეს.
გულითადად ვულოცავთ, ჩვენს პატარა ჩემპიონებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ამ უდიდეს წარმატებას. გვჯერა, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ელით“,- აღნიშნავენ სკოლაში.