ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიებამ გააერთიანა როგორც საგანმანთლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს „დედაენას“ მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს და წარმოაჩინეს თუ რა ისწავლეს პირველი სასწავლო წლის მანძილზე.
ლამაზი სანახავი იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი, მოსწავლეება თემატური სიმღერები შეასრულეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა: ბმული1