
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს საგნებთან ერთად, სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
სულ ცოტა ხნის წინ, თაიას საჯარო სკოლაში, IX კლასის მოსწავლეებმა - მარიამ მორგოშიამ და ელენე ოთხოზორიამ წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს გზა დამოუკიდებლობისაკენ - ტკივილი, ბრძოლა და იმედი“.
მომხსენებლებმა ისაუბრეს მეორე მსოფლიო ომის, 9 აპრილის, აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მოვლენებზე. პრეზენტაციამ ემოციურად და საინტერესოდ ჩაიარა.
პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი შორენა მიქაია.
იხილეთ ფოტოები: