
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. პირველი სასწავლო მიღწევები კი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
სასწავლო წლის ბოლო დღე მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. პატარები დამრიგებელს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ.
პედაგოგმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი ზაფხული უსურვა.
„დღეს, ჩვენი საყვარელი პირველკლასელები, მომდევნო სასწავლო წლამდე გავაცილეთ. დამშვიდობება ემოციური გამოვიდა. ბედნიერ დასვენებას და წინ საინტერესო საზაფხულო თავგადასავლებს გისურვებთ!“,- გვეუბნება პატარების დამრიგებელი და მოსწავლეებს 15 სექტემბრამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობება.
იხილეთ ვიდეო: