„თანამედროვე ომები და მათი გავლენა მსოფლიოზე“ - კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
09-06-2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, მე-11 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის შესწავლისას, პედაგოგ სევინჯ ახვერდიევას ხელმძრვანელობით, საინტერესო პროექტზე იმუშავეს. 

პროექტის თემა გახლდათ - „თანამედროვე ომები და მათი გავლენა მსოფლიოზე“. 

მე-11 კლასის მოსწავლეებმა განიხილეს თანამედროვე კონფლიქტები, როგორიცაა რუსეთ-უკრაინას, ისრაელი-პალესტინის და ირან-ამერიკის ომები. მოსწავლეებმა შეისწავლეს ომების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული შედეგები რუკების, სტატისტიკური მონაცემებისა და პრეზენტაციების გამოყენებით.

პროექტების მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გლობალური პრობლემების გააზრება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება და მშვიდობის მნიშვნელობის წარმოჩენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203