საზეიმო „ბოლო ზარი“ და ზღვა ემოცია - კაბლის N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს 
04-06-2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა და კეთილი სურვილები გაატანა. 

20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა და მოსწავლეებს, ზღვა სიხარული, დაუვიწყარი მოგონებები და ემოციები აჩუქა. 

მე-12 კლასელებს ცხორვების ახალი ეტაპის დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა. 

დირექციამ და პედაგოგმა ახალგაზრდებს თბილი სიტყვებით მიმართეს და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს. 

დასრულდა მოსწავლეობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეტაპი და იწყება ახალი გზა, ახალი მიზნები და ახალი შესაძლებლობები.

ვულოცავთ, ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან დღეს! გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, ცოდნითა და ღირსებით სავსე მომავალს. დაე, თქვენი ოცნებები რეალობად იქცეს და თითოეულმა თქვენგანმა ღირსეულად დაიმკვიდროს ადგილი ცხოვრებაში.

გმადლობთ იმ ლამაზი წლებისთვის, რომლებიც ჩვენს სკოლას დაუკავშირეთ. წარმატებული მომავალი თქვენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდ მეგობრებად და გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203