კაბლის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
06-06-2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

პირველკლასელებმა, პედაგოგ სევილ ნამაზოვას ხელმძღვანელობით, „ანბანის ზეიმი“ გამართეს. 

ღონისძიება ატარებდა როგორც შემოქმედებით, ისე საგანმანათლებლო ხასიათს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.  

„ეს განსაკუთრებული დღე მათი პირველი სასწავლო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენაა.

პატარებმა დიდი მონდომებით შეისწავლეს აზერბაიჯანული და ქართული ანბანი, წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და კიდევ ერთხელ გვაჩვენეს თავიანთი ცოდნა და ნიჭი. თითოეული ასო მათთვის ახალი სამყაროს, ცოდნისა და წარმატების კარის გასაღები გახდა.

ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს! ვუსურვებთ მათ ცოდნის სიყვარულს, საინტერესო აღმოჩენებს და ბევრ წარმატებას მომავალში.

განსაკუთრებული მადლობა მასწავლებლებსა და მშობლებს, რომელთა მხარდაჭერითაც ეს ლამაზი დღე შედგა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203