ეროვნული სულის ზეიმი თაიას საჯარო სკოლაში
04-06-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, ისაუბრეს სახელოვან წინაპრებზე, იმ რთულ გზაზე, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე მიიყვანა. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები და სიამაყით ააფრიალეს საქართველოს დროშა. 

მოსწავლეებმა მაყურებლის მხურვალე ოვაციები დაიმსახურეს.

ღონისძიებას პედაგოგი ხატია ძაგანია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203