ბავშვთა დაცვის დაუვიწყარი დღესასწაული წითელსოფლის საჯარო სკოლაში
04-06-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშოროსო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ. 

გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა გააერთიანა. მოეწყო როგორც სპორტულ-გასართობი, ისე შემოქმედებითი თუ საზეიმო აქტივობები. 

მოსწავლეებს დღესასწაული ანიმატორებმაც მიულოცეს, რომელთაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მხიარულ თამაშობებში ჩართეს. 

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გატარეს, მათ სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი შთამბეწდავი დღე შეემატა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203